Thursday, March 25, 2010

პროექტი


1).პროექტის სახელი-იაკობ გოგებაშვილი. 2).პროექტის აღწერა_მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის შემოქმედებასა ცხოვრებას. 3).პროექტის სრული აღწერა_მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის პირად ცხოვრებას და შემოქმედებას. მოიძიებენ ფოტოსურათებს და დოკუმენტურ ფილმებს ბიოგრაფიაზე. სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევის შედეგად ეწყობა ექვსკურსია სადაც მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას და გადაიღებენ ფოტოსურათებს.გამოიკვლევენ მწერლის გავლენას და როლს ქართულ ლიტერატურაში.მოეწყობა მოსწავლეების მიერ მწერლის ფოტო გამოფენა. 4).მონაწილეთა ასაკი-6-ე კლასი. 5).ვადების ხანგრძლივობა-4 თვე. 6).სასწავლო პროექტის მსვლელობა- დამხმარე ლიტერატურის მოძიება ინტერნეტით,მოძიებულ მასალასთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა.კითხვებით მასალის ამოწურვა ,პრეზენტაცია. 7).მოსალოდნელი შედეგი-მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ ფოტოალბომები,ჩანახატები, ხელნაწერები,მოთხრობების კრებული დამატებით ლიტერატურაზე მეშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.კარგად გაეცნობინ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
8).სარგებელი სხვებისთვის-სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.მოამზადებენ პრეზენტაციას მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. ასევე გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით შექმნილ საკუთარ პროექტს. ამ გამოფენებითა და პროექტით მნახველები კიდევ უფრო შეაყვარებენ და დააფასებენ ი.გოგებაშვილის უკვდავ სახელსა მემკვიდრეობას.
9).კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან-განუვითარებს ძირითად უნარებს; საუბარს,წერას,კითხვას ,ლიტერატურული მოთხრობების მიმოხილვა.
10).კავშირი საგნობრივ ჯგუფეფთან-ქართული ენა.ისტ.

(შედეგები გამოქვეყნდება ბლოგზე)